მთავარისაქართველო„საქართველოს რკინიგზა“ 18 აპრილის ჩათვლით მგზავრებს დამატებითი რეისებით მოემსახურება

„საქართველოს რკინიგზა“ 18 აპრილის ჩათვლით მგზავრებს დამატებითი რეისებით მოემსახურება

13 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით, „საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი რეისები დანიშნა.

„ჩვენ მაქსიმალური რესურსები გვაქვს ჩართული იმისთვის, რომ მგზავრებს მოვემსახუროთ. დამატებითი რეისები დავნიშნეთ თბილისიდან ფოთის მიმართულებით და პირიქით, ფოთიდან თბილისის მიმართულებით 13-დან 18 აპრილის ჩათვლით. გარდა ამისა, ჩვენ დავნიშნეთ 14-დან 18 აპრილის ჩათვლით დამატებითი რეისები თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე და კიდევ დავამატეთ 17 აპრილს 2 რეისი. თუკი, რამე რესურსი არსებობს, თავს არ ვზოგავთ იმისთვის, რომ მგზავრებს მაქსიმალურად მოვემსახუროთ“, – განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორმა დაჩი ცაგურიამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend