მთავარიამერიკააშშსაიდუმლო მასალის გავრცელებისთვის მასაჩუსეტსის შტატის ეროვნული გვარდიის წევრი დააკავეს

საიდუმლო მასალის გავრცელებისთვის მასაჩუსეტსის შტატის ეროვნული გვარდიის წევრი დააკავეს

მასაჩუსეტსის შტატის ეროვნული გვარდიის წევრი საიდუმლო მასალის გავრცელების გამო დააკავეს. გავრცელებული საიდუმლო მასალა უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება.

ვაშინგტონში ბევრი შიშობს, რომ სახელმწიფო ინტერესების დაცვის სისტემა ამ საიდუმლო მასალების გავრცელებით საფუძვლიანად დაზიანდა. დაკავებული პირი 21 წლის აიტი სპეციალისტია, სახელად ჯეკ ტექსეირა.

ეროვნული გვარდიის ეჭვმიტანილი წევრი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დააპატიმრა.

„დღეს იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეკ დუგლას ტაქსეირა საიდუმლო მასალების უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დააპატიმრა. ეს პიროვნება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა პროკურორმა მერიკ გარლანდიმ.

საიდუმლო მასალა პირველად სოციალურ პლატფორმა დისქორდზე გავრცელდა, ამ პლატფორმას ძირითადად კომპიუტერული თამაშების მოყვარულები სტუმრობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend