მთავარიმსოფლიოხმელთაშუა ზღვაზე მიგრაციის ზოგადი სტატისტიკა იზრდება

ხმელთაშუა ზღვაზე მიგრაციის ზოგადი სტატისტიკა იზრდება

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ხმელთაშუა ზღვაზე 2017 წლიდან  ეს ყველაზე მძიმე სამი თვე იყო მიგრანტებისთვის. გარდაცვლილთა რაოდენობამ 441 შეადგინა, ეს კი აისბერგის მხოლოდ წვერია.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ხმელთაშუა საზღვაო მარშრუტს ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევენ.  ბოლო ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის დროს 20 000-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ჟერემი ლიუსო ამბობს, რომ ათეულობით შემთხვევაა, როდესაც განგაშისა და გასაჭირის ზარს არავინ აქცევს ყურადღებას, რაც ათეულობით ადამიანის დაღუპვას იწვევს. ჩაძირული გემების ნაწილის შესახებ კი მხოლოდ იმიტომ აქვთ ინფორმაცია, რომ  მათი დაკარგვის შესახებ განაცხადეს.

ხმელთაშუა ზღვაზე იზრდება როგორც მიგრაციის ზოგადი სტატისტიკა, ისე გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა. იტალიის მთავრობამ სამშაბათს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ზღვის გავლით ჩასული მიგრანტების დიდი რაოდენობის გამო. ბოლო ინფორმაციით, იტალიაში მიმდინარე წელს 31 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. ეს მონაცემები წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4-ჯერ უფრო მეტია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend