რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთით ინდუსტრიული რეგიონის ხელში ჩაგდებას ცდილობს. თუმცა, ამავდროულად, მათ სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპორიჟიისა და ხარკივის პროვინციებზეც. დაიბომბა საცხოვრებელი რაიონები. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვიცაა.
უკრაინის პრეზიდენტმა თავის ყოველდღიურ მიმართვაში ბზობის დღესასწაულზე ზაპორიჟიაზე განხორცილებული თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯებით რუსეთი კიდევ უფრო შორდება მსოფლიოსა და კაციობრიობას.
უკრაინელთა უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და აღდგომას მიმდინარე წლის 16 აპრილს აღნიშნავს. კათოლიკეებმა აღდგომის დღესასწაული გასულ კვირას იზეიმეს. მართლმადიდებელმა ეკლესიებმა კი ამ შაბათ-კვირას ბზობის დღესასწაული აღნიშნეს.
ამავდროულად, უკრაინის საჰაერო ძალებმა პირველად გაავრცელეს NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების საბრძოლო კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ხუთი თვის განმავლობაში საბრძოლო ოპერაციების ფარგლებში უკრაინულმა NASAMS-მა მოწინააღმდეგის 100-ზე მეტი რაკეტა და თვითმფრინავი გაანადგურა.