მთავარისაქართველო7 მარტს აქციაზე დაშავებულ ზაზა ბიღიაშვილს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული

7 მარტს აქციაზე დაშავებულ ზაზა ბიღიაშვილს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული

საპროტესტო აქციაზე მას სავარაუდოდ გაზის კაფსულა მოხვდა თვალში, რომელიც მოხვედრის შემდეგ გასკდა და შედეგად ზაზა ბიღიაშვილმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა

7 მარტს „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაშავებულ ზაზა ბიღიაშვილს, დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული.

საპროტესტო აქციაზე მას სავარაუდოდ გაზის კაფსულა მოხვდა თვალში, რომელიც მოხვედრის შემდეგ გასკდა და შედეგად ზაზა ბიღიაშვილმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.

ამ ფაქტს ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზაც, სადაც ნათქვამია, რომ ზაზა ბიღიაშვილისთვის მარჯვენა თვალში მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend