მთავარიევროპარუსეთირუსი პროპაგანდისტის ლიკვიდაციაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

რუსი პროპაგანდისტის ლიკვიდაციაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

სანქტ-პტერბურგში ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერის ვლადლენ ტატარსკის ლიკვიდაციის ადგილზე მოსახლეობის ნაწილს თაიგულები მიაქვს.

სამართალდამცველების ვარაუდით ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ მომცრო ქანდაკებაში იყო მოთავსებული, რომელიც რუს სამხედრო ბლოგერს მის მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე საჩუქრად გადასცეს.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელთა ინფორმაციით, დაკავებულია დარია ტრიოპოვა და ის რუსი სამხედრო ბლოგერის ლიკვიდაციაში მთავარი ეჭვმიტანილია, პოლიციელთა თქმით, სწორედ ამ პიროვნებამ მიიტანა ასაფეთქებელი მოწყობილობა.

რუსული საინფორმაციო წყაროების ნაწილის თანახმად, დაკავებულმა არც კი იცოდა რომ მის მიერ სამხედრო ბლოგერისთვის გადაცემული ნივთი სინამდვილეში ასაფეთქებელ მოწყობილობას წარმოადგენდა.

„მკვლელობის შესახებ გუშინ შევიტყვეთ, ეს შოკისმომგვრელი იყო, ამ კაფეს კი იღბალი არ წყალობს, ჯერ ავტომობილი დაეტაკა ახლა კი ეს ტრაგედია დატრიალდა. ომის დროს ყველა უნდა იყოს შემოწმებული. გულდასაწყვეტია, რომ ეს მოხდა, მეტს ვერ ვიტყვი, ცრემლები მახრჩობს”, – წუხს გალინა.

აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიჭრა, 10 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend