მშობელთა ციფრული უნარების გაუმჯობესების მიზნით ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“ ახალი პროექტი დაიწყო. ქვეყნის 3 რეგიონიდან 180 მოხალისე მშობელი, 6 სკოლა და 6 საბავშვო ბაღი შეირჩევა, სადაც ფსიქოლოგები და ინტერნეტ უსაფრთხოების სპეციალისტები საგანგებოდ მშობლებისთვის შექმნილ სასწავლო კურსებს ჩაატარებენ.
ეკრანდამოკიდებულება, ასაკისთვის შეუფერებელი ვიდეო თამაშები, სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული საფრთხეები – მშობლებს ამ და სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარებიან. ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში პროექტის “მშობლების ციფრული განათლება” მენეჯერმა, ნუცა გოგუაძემ და ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტმა და პროექტის ტრენერმა, ლილი ფულარიანმა ისაუბრეს.