მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის რამდენიმე რეგიონში გაფიცვამ საჯარო ტრანსპორტის მიმოსვლა 24 საათით შეაჩერა

გერმანიის რამდენიმე რეგიონში გაფიცვამ საჯარო ტრანსპორტის მიმოსვლა 24 საათით შეაჩერა

გუშინ გერმანიის ზოგიერთ რეგიონში  მატარებლების სადგურებსა და აეროპორტებში უჩვეულო სიჩუმე იყო. 24-საათიანმა გაფიცვამ შეაჩერა ქვეყნის საჰაერო, სარკინიგზო და სამგზავრო ტრანსპორტის მიმოსვლა.

ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში აეროპორტების, პორტების, რკინიგზის, ავტობუსებისა და მეტროს ხაზების თანამშრომლები ინფლაციასთან გასამკლავებლად ხელფასების მომატებას მოითხოვენ.

გაფიცულები  ხელფასების 10, 15 პროცენტით გაზრდას მოითხოვენ. პროფკავშირების წარმომადგენლის ფილიპ შუმანის თქმით, გერმანიაში ინფლაციის დონე მაღალ ნიშნულზეა, ისევე, როგორც გასულ წელს იყო. გაზრდილი ხელფასი კი მათ კოლეგებს თვიდან თვემდე თავის გასატანად სჭირდებათ.

გაფიცვა მილიონობით ადამიანსა და მოგზაურს შეეხო. ბევრმა ავტომობილით სიარული არჩია, რამაც საცობები გამოიწვია. ზოგიერთმა კი სახლიდან მუშაობა გადაწყვიტა.

IT-ის სპეციალისტი ბეკერ მაკჰაიერი ამბობს, რომ ამ სიტუაციის გამო თავს კომფორტულად ნამდვილად ვერ ვგრძნობ, თუმცა, მეორე მხრივ, ზუსტად არც იცის, რა მდგომარეობაა ხელფასების მხრივ. მისი აზრით, გაფიცულებს აქვთ იმის უფლება, რასაც ახლა აკეთებენ.

ამავდროულად,  პოტსდამში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. როგორც ფედერალური, ისე მუნიციპალური მთავრობა გაფიცულებს  ხელფასების 5 პროცენტით მომატებას სთავაზობს, თუმცა პროფკავშირებისთვის ეს საკმარისი არ არის. ისინი უფრო მეტს ითხოვენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend