2023 წლის თებერვალში არქტიკის ზოგიერთ ადგილზე აერის ტემპერატუტა 6 გრადუსით აღემატებოდა საშუალო მაჩვენებელს.
რთულია წინასწარ პროგნოზის გაკეთება, თუ რამდენად სწრაფად გარდაქმნის კლიმატის ცვლილება ჩვენის პლანეტის ჩრდილოეთის პოლარულ რეგიონს, თუმცა მეცნიერები ამჩნევენ, რომ იქ ყინულის საფარაი სწრაფად თხელდება და არის ვარაუდი, რომ არქტიკაში ზაფხულობით ყინული დადნება.
„ევრონიუსი“ ამ საკითხზე მეტის გასაგებად ნორვეგიაში არქტიკულ წრეში მდებარე ქალაქ ტრომსეს ნორვეგიულ პოლარულ ინსტიტუტს ესტუმრა.
მეხუთე რეკორდულად თბილი თებერვალი
კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის „კოპერნიკუსის“ [Copernicus Climate Change Service] ბოლო მონაცემების მიხედვით, 2023 წლის თებერვალი რიგით მეხუთე ყველაზე თბილი თებერვალი გამოდგა, რომლის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 0.3 გრადუს ცელსიუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს.
ანომალიური ტემპერატურების რუკაზე მთელ მსოფლიოში რამდენიმე მახასიათებელი იკვეთება.
პირველ რიგში, ჩრდილოეთ კანადასა და ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთით ზოგიერთ ადგილას ჰაერის ტემპერატურა საშუალოზე დაბლა დაეცა.
ევროპაში ძირითადად თბილოდა – ტემპერატურა ზოგადად თებერვლის საშუალო მაჩვენებელზე 1.2 გრადუსით მაღალი იყო გასულ თვეში.
რუკაზე მუქი წითლით არის აღნიშნული ნორვეგია და რუსეთი, სადაც ჰაერი 6 და მეტი გრადუსითაც აღემატებოდა თებერვლის საშუალო მაჩვენებელს.
გასული თებერვალის უფრო თბილი ამინდი არქტიკაში სწორედ ზამთრის ბოლოს დაემთხვა, როდესაც ზღვის ყინულის საფარი, როგორც წესი, ყველაზე სქელია ხოლმე. მაგრამ მონაცემები აჩვენებს, რომ წელს ასე არ მოხდა. ზღვის ყინულოვანი საფარი თებერვალში რეკორდულად შეთხელდა და ყინულის სისქე საშუალოზე მეტად შემცირდა დასავლეთ ციმბირსა და შპიცბერგენის გარშემო.
არქტიკაში დათბობა ყველაზე სწრაფი ტემპით მიდის
არქტიკულ წრეში მდებარე ქალაქ ტრომსეს „ნორვეგიულ პოლარულ ინსტიტუტის“ მკვლევრები ამ რეგიონზე კლიმატის ცვლილების გავლენას სწავლობენ.
არქტიკაში დათბობის ტემპი სამჯერ-ოთხჯერ აღემატება საშუალო გლობალურ მაჩვენებელს,
მეცნიერი მატს გრანსკოგი, რომელიც ზღვის ყინულს იკვლევს, ამას საკუთარი თვალით ხედავს.
„როდესაც პირველად გავედი აქ 20 წლის წინ, ყინული გაცილებით სქელი და მძიმე იყო,“ – ამბობს მატს გრანსკოგი, ნორვეგიის პოლარული ინსტიტუტის ზღვის ყინულის მკვლევარი. „ახლა ბოლო რამდენიმე წელია, გვიჭირს, ვიპოვოთ ისეთი მოდრეიფე ყინული, რომელზეც მუშაობას შევძლებთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში მდგომარეობა დრამატულად შეიცვალა.“
ყინულის ფენა გათხელდა
ყოველ წელს მეცნიერები გრენლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიცურავენ, რათა ჩრდილოეთის პოლუსის ნიმუშები აიღონ და გამოსაკვლევად ტრომსეში ჩამოიტანონ. ისინი ყოველ წელს 90 გრადუსამდე არ მიდიან ჩრდილოეთით, ეს ყინულზეა დამოკიდებული, თუმცა 2022 წელს საკმაოდ შორს გაცურეს.
ჩრდილოეთყინულოვანი ოკეანის ყინულის საფარის ნიმუშები საცავში მინუს 24 გრადუსზე ინახება. სხვადასხვა დროს აღებული ყინულის ნიმუში არქტიკის წყლებში სხვადასხვა მდგომარეობას აჩვენებს.
მატს გრანსკოგი, ნორვეგიის პოლარული ინსტიტუტის ზღვის ყინულის მკვლევარი
„ეს ნიმუში გასულ წელს ივლისის ბოლოსაა აღებული, როდესაც ჩრდილეოთის პოლუსს მივაღწიეთ,“ – გვიჩვენებს მატი ერთ ნიმუშს. „ამის მიხედვით, გასულ ზაფხულს ჩრდილოეთ პოლუსზე ზღვის ყინულის სისქე დაახლოებით მეტრ-ნახევარი იყო. 20 წლის წინ მისი სისქე სამი მეტრი იყო.“
მეზობელ ყინულოვან ლაბორატორიაში ნორვეგიის პოლარული ინსტიტუტის ზღვის ყინულის მკვლევარი დიმიტრი დივაინი იკვლევს, თუ როგორ ყალიბდება ყინული. ძირითად სხვაობას იგი ყინულის ასაკსა და სისქეში ხედავს.
„ყინულის ფენა სულ უფრო თხელდება. ის ვერ გაუძლებს ზაფხულის დნობას“, – განმარტავს დიმიტრი დივაინი.
მრავალწლოვანი ყინული ქრება
კლიმატის ცვლილება გავლენას არქტიკის ყინულის ასაკზეც ახდენს გავლენას. მეცნიერები არჩევენ ერთი წლის ნაზამთრალ ყინულსა და მრავალწლოვან ყინულებს.
როგორც წესი არქტიკაში ორივე ტიპის ყინული, თუმცა ცენტრალურ არქტიკასა და კანადის ჩრდილოეთით ტრადიციულად მეტი მრავალწლოვანი ყინულია. მაგრამ დათბობასთან ერთად ძველი ყინული ქრება.
„ ახლა არქტიკაში ძირითადად ერთი წლის ნაზამთრალი ყინული ჭარბობს,“ – ამბობს დიმიტრი. „ძველი ყინულის ტიპები, რომლებიც ცენტრალურ არქტიკაში 20-30 წლის ძირითადი მასა იყო, მეტ-ნაკლებად გაქრა. ამას ძირითადად დასავლეთ არქტიკაში ვხედავთ, ყინულზე თოვლმა და ნალექმა იმატა გასული ათწლეულის განმავლობაში. ეს კი არქტიკაში სითბოსა და ტენიანობის მატებას უკავშორდება.“
მიზეზშედეგობრივი ციკლი
არქტიკაში დათბობა ნაწილობრივ მიზეზშედეგობრივი ციკლის დამსახურებაა. მაგალითად, ღია ზღვის წყალი უფრო მუქია, ვიდრე ყინული, ამიტომ წყალი უფრო სწრაფად თბება და ყინულის დნობას აჩქარებს. თუმცა ამ პოლარულ რეგიონში ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია.
”ზღვის ყინულის საფარი დამოკიდებულია ატმოსფეროსა და მის ქვემოთ ოკეანის წყალზე,“ – ამბობს მატსი. „ ეს საკმაოდ კომპლექსური სისტემაა, რომ გაიგო. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად საკითხავია, თუ როგორი იქნება არქტიკა მომავალში. ეს რთული კითხვაა, რადგან ზუსტად არ ვიცით, თუ რა პროცესები მიდის იქ დღეს.“
ავტორი: ჯერემი ვილქსი