მთავარისაქართველოპარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე აბრუნებს

პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე აბრუნებს

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის საკითხი მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში უკვე ასახულია. როგორც ცნობილია, კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისა და მასში შესაბამისად ცვილებების შეტანის მიზნით დაბრუნდება. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტი უნდა ჩავარდეს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნამ ცხადყო, რომ ამ ფორმით ამ კანონის მიღება დემოკრატიისა და პლურალიზმის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, ვენეციის კომისია აცხადებს, რომ შესაძლებელია ამ კანონის მიღება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიას აქვს 5 კონკრეტული შენიშვნა და ისინი ამ დასკვნას გაყვებიან. მისივე განმარტებით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში 5 შესწორება შევა. მმართველ გუნდშ ამბობენ, რომ დაზუსტდება ყველაფერი, რასაც ითხოვს ვენეციის კომისია და ამის შემდეგ ოფიციალური სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას – ოლიგარქად ვინ უნდა იყოს იდენტიფიცირებული.

საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო. შემდეგ კი განხილვა შეწყვტა და ვენეციის კომისიაში გაგზავნა.

ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციასა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტებზე დასკვნა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ  კანონპროექტში მიღებული „პერსონალური მიდგომა“, რომელიც გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრავს პირებს და მათ სტიგმატიზაციას ახდენს, დიდ რისკს შეიცავს, რომ დასახული მიზნების მიღწევის ნაცვლად მოხდება ადამიანის უფლებების დარღვევა. დოკუმენტის მიხედვით, კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend