17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მას და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების კომისარს მარია ლვოვა-ბელოვას ბრალი წაუყენეს ბავშვების უკანონო დეპორტაციისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში, რაც ომის დანაშაულად მიიჩნევა.
რას ნიშნავს და რას ცვლის ჰააგის სასამართლოს 17 მარტის გადაწყვეტილება- “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა თორნიკე შარაშენიძემ ისაუბრა