2022 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განათლების ერთიანი ევროპული სისტემის ერთ-ერთი ავტორი და ფუძემდებელი მიხეილ მუსხელიშვილი სიკვდილის შემდეგ, ევროგაერთიანების იდეის შექმნისა და განხორციელების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
ამ ფაქტმა საქართველოში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის ინტერესი გამოიწვია. მიხეილ მუსხელიშვილი, იგივე მიშელ მუსხელის გვთავაზობს მეცნიერულ წინასწარმეტყველებებს, რომელიც მომდევნო წლებში, სრულიად გასაოცარი სიზუსტით იქნა პრაქტიკაში რეალიზებული ევროკავშირის ადმინისტრირებისა და სამართლებრივი მოწყობის თვალსაზრისით – აცხადებენ ორგანიზაციაში და დასძენენ, რომ აქედან გამომდინარე მიშელ მუსხელი სამართლიანად შეიძლება იქნას მიჩნეული ევროკავშირის შექმნისა და განვითარების თეორიული საფუძვლების ერთ-ერთ ავტორად. ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იოსებ ნანობაშვილმა ისაუბრა