მთავარისაქართველო„ხიდჩატეხილობა“- ბესო ხვედელიძის პირველი დრამატურგიული კრებულის პრეზენტაცია

„ხიდჩატეხილობა“- ბესო ხვედელიძის პირველი დრამატურგიული კრებულის პრეზენტაცია

პიესების კრებული, სხვადასხვა დროს დაწერილ, ბესო ხვედელიძის  ექვს პიესას აერთიანებს

თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო ბესო ხვედელიძის პირველი დრამატურგიული კრებულის პრეზენტაცია. ოჯახური დრამები, სოციალური კოლაფსი, ჩაგვრა კონფორმიზმი, ფსიქიკური პრობლემები, გენდერული დისბალანსი, იძულებითი პროსტიტუცია, თაობათა შორის მწვავე ბრძოლა – აი ამ და კიდევ ბევრ სხვა საკითხზე ესაუბრება ავტორი მკითხველს.

კრებული „ხიდჩატეხილობა“ თემატურად და ჟანრულად განსხვავებულ ექვს პიესას აერთიანებს. ავტორის თქმით, მკითხველი ბევრჯერ შეხვდება ამ კრებულში შავი იუმორით დაწერილ სტრიქონებს. ამბობს, რომ საკუთარი თავის დაცინვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, და რომ საერთოდაც, იუმორის გარეშე ძნელია ცხოვრება.

თეატრალიზებული პრეზენტაციის შემდეგ სცენაზე ანა გრიგალაშვილი ავიდა, თავის ბენდთან ერთად და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მის მიერ მეტად საინტერესოდ შესრულებული ფრანგული სიმღერები მოემინათ.

მერე  კი, ფოიეში, პრეზენტაციაზე შეკრებილმა ლიტერატურის  მოყვარულებმა ბევრი ისაუბრეს ქართულ თეატრზე, ქართულ მწერლობასა და დრამატურგიაზე.

ბევრი ითქვა თანამედროვე ქართულ პიესებზეც, და იმაზე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პიესები საზოგადოებას  დღეს არსებულ გამოწვევებზე ესაუბრებოდნენ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend