პარლამენტის შენობასთან 7 მარტს აქცია, მას შემდეგ განახლდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა დღის წესრიგში შეეტანა „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტის განხილვა. თავდაპირველად, კანონპროექტის განხილვა 9 მარტს იგეგმებოდა, თუმცა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით კანონპროექტს კენჭი ომბუცმენის არჩევის შემდეგ მოულოდნელად უყარეს.
„დღეს ისინი ატარებენ კრემლის ინტერესებს ოფიციალურად საკანომდებლო დონეზე. ის რომ ამ კანონის გარეშეც არიან რუსები, ეს ყველამ კარგად ვიცით. ის რომ ამ კანონის გარეშე ეს ხალხი კრემლის ინტერესებს წლებია ატარებს ეს ყველამ კარგად ვიცით. ის რომ არც ერთი რუსი აგენტი, ჯაშუში, ე.წ. „ქართული ოცნების“ პირობებში არ დაუკავებიათ ეგეც კარგად ვიცით. რატომ არ დაუკავებიათ, ეგეც ვიცით. იმიტომ, რომ დღეს უკვე ხელს აწერენ, რომ ღავად არიან ჯაშუშები“, – განაცხადა „ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.
სხდომათა დარბაზში კანონპროექტის განხილვამ დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ოპიზიციის პროტესტის მიუხედავად კი პარლამენტმა კანონპტორქტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვის პარალელურად პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. კანონპროექტის მოსმენის მიღების შემდეგ კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეც დანაყოფები და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშლის მიზნით სამმართალდამცველებმა წყლის ჭავლი, წიწაკის აეროზოლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. დააკავებულია ათეულობით დემონსტრანტი, მათ შორის პოლიტიკოსები.
პარლამენტთან აქციაზე მივიდა ახლად არჩეული სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომლის გამოჩენამაც აქციაზე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მისი განცხადებით ის აქციაზე არსებული მდგომარეობისა და სამართალდამცველების მიერ გამოყენებული ძალის პროპორციულობის შესაფასებლად მივიდა.
„ამისთვის ვართ სწორედ მოსულები, რომ ძალის გამოყენების პროპორციულობა შევაფასოთ. ამაზე მუშაობენ ჩემი თანამშრომლები, რომლებიც ეს წუთია გავიცანი აქ ამ აქციაზე,“ – განაცხადა ახლად არჩეულმა სახალხო დამცველმა.
პარლამენტის წინ შეკრებილ მოსახლეობას ნიუ იორკიდან მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც აშშ-ი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მისი განცხადებით ეს კანონი გასაუქმებელია.
„მე ვარ თქვენ გვერდით, რადგან დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. იმ საქართველოს, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის არ მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს კანონი არის გასაუქმებელი, რა ფორმითაც გინდათ. არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რა ტიპის კანონი არის ეს. პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მმართველმა გუნდის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, როგორც ქართული, ისე კანონპროექტის ამერიკული ანალოგის მიმართ რადიკალური ოპოზიცია სიცრუეზე აგებულ კამპანიას აწარმოებს.
„თავიდან ბოლომდე სიცრუეზე დაყრდნობით ცდილობდნენ, კანონპროექტებისთვის რუსული კანონის იარლიყი მიეკერებინათ. არავინ ინტერესდებოდა რეალურად კანონპროექტების შინაარსით, თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული, სიცრუეზე აგებული კამპანია იარლიყების მიკერებით, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი საერთო არ ჰქონდა სინამდვილესთან. ეს ყველაფერი არის ტყუილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციის ლიდერები კი პროტესტის და აქციების შეწყვეტას არ გეგმავენ.
„რამდენჯერაც დაგვარბევენ, რამდენ გაზსაც შემოგვასხამენ, იმდენჯერ შევიკრიბებით, ოღონდ კიდევ უფრო მეტნი“, – ამბობს ნიკა მელია.
ოპოზიციის ლიდერებმა ჯერ კიდევ აქციის დასრულებამდე განაცხადეს, რომ პარლამენტის წინ დემონსტრაცია 8 მარტს, 15:00 საათზე განახლდება.
თორნიკე კოპლატაძე