მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რუსული მედიის მიერ გავრცელებული ნარატივების გადამოწმებაზე არაერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის არის კომპანია LogicallyAI, რომელიც ადამიანურ რესურსთან ერთად, ასევე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს იმისათვის, რომ მონიშნოს ტექსტი ან ვიზუალური მასალა, როგორც ყალბი ან ნამდვილი ამბავი.
რუსული მედიის მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა კაილ უოლტერმა „ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდის სამიზნე ამჟამად კავკასიის რეგიონი არ არის, თუმცა პრორუსულ ნარატივის გვერდითი ეფექტები მაინც იჩენს თავს.
“რუსული პროპაგანდა გარკვეულწილად იცვლება. მთავარი განსხვავებაა ის, თუ რომელი რეგიონია სამიზნე, ამჟამად ეს არის გლობალური სამხრეთი – აფრიკა, ლათინური ამერიკა, ვიდრე დასავლურ ქვეყნები. ჩვენი ბევრ სხვადასხვა მიდგომას ვიყენებთ კვლევის დროს. არსებობს ტექნიკური მხარე, რომლის დროსაც ხელოვნური ინტელექტის მანქანა იდენტიფიცირებას აკეთებს ნარატივის , რომელიც იწვევს ყურადღებას, ასევე გვაქვს ადამიანური რესურსი, რომელიც აკეთებს წარმოდგენილი ნარატივის საგნობრივ ანალიზს. ერთი სიტყვით, ვაგროვებთ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას, რომ შეიქმნას ზუსტი კონტექსტი და არ მიეწოდოს საზოგადოებას მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია, რომელსაც აჟღერებს რუსული მედია.
ამჟამად რუსულ პროპაგანდას კონკრეტულად საქართველო სამიზნეში არ ჰყავს, ისევე როგორც არც მთლიანად კავკასიის რეგიონი, მაგრამ არსებობს შემთხვევები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ე.წ. სამრეთ ოსეთიდან, როდესაც ისინი ცდილობენ ითამაშონ პრორუსულ სენტიმენტებზე. მოგეხსენებათ, ე.წ. სამხრეთ ოსეთს უნდოდა რეფერენდუმის ჩატარება რამდენიმე თვის წინ. თუ პროპაგანდის კონკრეტული ფოკუსი არ არის ისეთ ქვეყანაზე როგორიცაა მაგალითად საქართველო, მაინც ჩანს ის გვერდითი ეფექტები რაც პრორუსულ ნარატივს მოჰყვება.
მთავარი გასაღების იმისა, რომ არ მოვტყუვდეთ ინფორმაციულ ტალღაში არის ის, რომ არ მივიღოთ სწრაფად გადაწყვეტილება. ერთ-ერთ რამ, რასაც რუსული პროპაგანდა ცდილობს არის შენი დაბნევა და გაბრაზება. თუ შეხვდები თემას, რომელიც გაღიზიანებს ან გარკვეულწილად გაბნევთ, ცოტა ხანს უკან დაიხიე, დაფიქრდი, გააანალიზე გესმის თუ არ მთლიანი კონტექსტი, იცი თუ არა საკითხის უკან არსებული ისტორია და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტე, რასაც ხედავ და გესმის, არის თუ არა სიმართლე”, – აღნიშნა Logically-მკვლევარმა კაილ უოლტერმა.