მთავარიკუბივარშავაში ჯო ბაიდენის ვიზიტი პრორუსული ანგარიშებისთვის დეზინფორმაციის გავრცელების საბაბი გახდა

ვარშავაში ჯო ბაიდენის ვიზიტი პრორუსული ანგარიშებისთვის დეზინფორმაციის გავრცელების საბაბი გახდა

რუსულ და ქართულენოვანმა ფეისბუკანგარიშებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ამერიკის ლიდერის პოლონეთში ვიზიტის დროს, თვითმფრინავიდან ადამიანი კიბეებიდან ვარდება.

პრორუსული ანგარიშები ირწმუნებიან, რომ კიბეზე ჩამოსვლის დროს ჯო ბაიდენი დაეცა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ტვიტერზე კიბეებიდან დაგორების ვიდეოს 10 მილიონი ნახვა აქვს.

აქტჩეკერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა რამდენად შეესაბამებოდა ეს ცნობა სიმართლეს. საქმე ისაა, რომ, როდესაც კიევში ჯო ბაიდენი მოულოდნელად ჩავიდა 20 თებერვალს, მისი შემდგომ გადაადგილების კადრები უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა არხზე გადაიცემოდა.

აღნიშნული კადრები “ტვენ24-ის” სპეციალური ეთერის გამოშვებიდანაა ამოჭრილი, თუმცა სრულ ვერსიაში ნათლად ჩანს, რომ ვიდეოში თვითმფრინავის უკანა ბორტიდან ჩამოსვლისას ამერიკული დელეგაციის სხვა წევრი ვარდება, ბაიდენი კი წინა კიბით ჩამოდის შეუფერხებლად.

პირდაპირი ეთერის ნახვის დროს ჩანს, რომ თვითმფრინავის უკანა კიბიდან ჩამოსვლის დროს 23:22 წუთზე ვარდება ადამიანი და მის დახმარებას ქვემოთ მყოფები ცდილობენ:

ხოლო უკვე 23:26 წუთზე თვითმფრინავიდან ამერიკის პრეზიდენტი შეუფერხებლად ჩამოდის.

ამერიკის ლიდერის სიტყვით გამოსვლა პოლონეთში ასევე გახდა დეზინფორმაციის გავრცელების საბაბი რუსეთისთვის.

გავრცელდა სტატია სათაურით, რომ ჯო ბაიდენი უკრაინას „მძიმე დღეებს“ დაჰპირდა. რუსულ ვებგვერდებსა და სოციალური ქსელის ანგარიშებზე ეს სიტყვები კონტექსტის გარეშე გავრცელდა.

ბაიდენმა პოლონეთში უკრაინის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა,

“სანამ უკრაინა აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის შეტევისგან, გაგრძელდება მძიმე დღეები, გამარჯვებები და ტრაგედიაც და ამ რთულ გზაზე ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინასთან დგას. გადაწყვეტილებებს, რომელსაც ახლა მიიღებენ, განსაზღვრავს მომავალ ათწლეულს.”

აქედან გამომდინარე, რუსულმა მედიამ კონტექსტიდან ამოგლიჯა ბაიდენის სიტყვები და კონკრეტულად ფოკუსის გადატანით შეიცვალა აშშ-ის პრეზიდენტის მიმართვის შინაარსი. ბაიდენის სიტყვით გამოსვლის ტექსტური ვერსია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია და შესაძლებელია ინფორმაციის გადამოწმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend