მთავარიმსოფლიოUNITED NATIONS,კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფა“ - ანტონიუ გუტერეში რუსეთის უკრაინაში შეჭრას აფასებს

,კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფა“ – ანტონიუ გუტერეში რუსეთის უკრაინაში შეჭრას აფასებს

გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრას ,,ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფა“, ,,საერთაშორისო სამართლის დარღვევა” – უწოდა.

მის განცხადებით, გენერალურ ასამბლეაზე დაიწყო დებატები, რომელიც მიზნად ისახავდა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის რეზოლუციის ფართო მხარდაჭერის მიღებას.

ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავი აღნიშნავს რთულ დროს – როგორც უკრაინელი ხალხის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მისი თქმით, ეს შეჭრა არის კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფა და ეს უკრაინის მიღმაც იგრძნობა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ მსოფლიოში არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელსაც უკრაინაზე მეტად სურს მშვიდობა. მისი თქმით, უკრაინელებს არასდროს ნდომებიათ ომი და არასდროს დაუგეგმავთ ვინმეზე თავდასხმა, არც მათი ჯარები არ დგანან სხვის მიწაზე.

ამერიკის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ლინდა თომას-გრინფილდი ამბობს, რომ ეს კენჭისყრა ჩაიწერება ისტორიაში. იგი აცხადებს, რომ კონფლიქტის ერთი წლისთავზე ჩვენ ვნახავთ, სად დგანან მსოფლიო ერები უკრაინის მშვიდობისთვის ბრძოლაში.

ხოლო  რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვასილი ნებენზია აცხადებს, რომ დასავლეთს ისე სურს დაამარცხოს რუსეთი, მზადაა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს ომის უფსკრულში ჩასათრევად.

რეზოლუციის პროექტს 60-მდე ქვეყანა უჭერს მხარს. ტექსტი, რომელიც, “ხაზს უსვამს საომარი მოქმედებების შეწყვეტის აუცილებლობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს გაეროს ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი”, სიმბოლურ ჟესტად, მხოლოდ ჩანაწერად რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend