მთავარიგადაცემებიClimate Nowროგორ ეგუებიან ხეხილის ბაღები თბილ ზამთარს

როგორ ეგუებიან ხეხილის ბაღები თბილ ზამთარს

ევროპაში გავრცელებული ხეხილის მრავალ ჯიშს ხანგრძლივი ზამთარი სჭირდება, რათა ზაფხულში კარგი მოსავალი  მოგვცეს. კლიმატის ცვლილება კი ამ ბუნებრივ ციკლს არღვევს.

ბორდოში, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გაშენებულ ხეხილის ბაღში საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (National Research Institute for Agriculture, Food and the Environment –  INRAE) ბიოლოგი  ბენედიქტე ვენდენი ვაშლის, ალუბლის, გარგრისა და ატმის ისეთ ჯიშებს ეძებს, რომლებიც დათბობის შემთხვევაშიც კარგ მოსავალს მოგვცემენ.

თავის საცდელ ხეხილის ბაღში ბენედიქტე თითოეული ხილის ხუთ სხვადასხვა ჯიშს აკვირდება.

ბენედიქტს გრძელვადიანი მიზანი ის არის, რომ სხვადასხვა ჯიშის ხეებში ისეთი თვისებები იპოვოს, რომლებიც 2050 წლისთვის და მის შემდეგაც ახალი ჯიშების გამოყვანის საშუალებას მოგვცემს.

„ჩვენი პრობლემა ახლა ის არის, რომ ზამთრის ტემპერატურის ზრდასთან ერთად ხეები ვეღარ იღებენ საჭირო დოზით სიცივეს,“ – განმარტავს ბენედიქტე.  „ეს ნიშნავს, რომ ზამთარში აღარ არის საკმარისი სიცივე და ყვავილობაც უწესრიგოა, რაც მოსავლის მოწევას უქმნის პრობლემებს.“

 

ეს გრძელვადიანი საკითხია. ეს გრაფიკი აჩვენებს, თუ როგორ გაიზარდა ზამთრის საშუალო ტემპერატურა ევროპაში 1950 წლიდან. პროგნოზის მიხედვით, მისი საშუალო მაჩვენებელი მომავალ ათწლეულებში კიდევ გაიზრდება.

კლიმატის ბოლო მონაცემები სწორედ ამ ტენდეციას ადასტურებს.

კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის Copernicus-ის იანვრის მონაცემებს მიხედვით, გასული თვე ევროპაში მესამე ყველაზე თბილი იანვარი გამოდგა. ჰაერის ტემპერატურა 2.2 გრადუს ცელსიუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების  საშუალო მაჩვენებელს.

გლობალურ დონეზე გასული თვეში ტემპერატურა ბევრგან შეიცვალა. ჩრდილოეთ რუსეთში, ავღანეთსა და პაკისტანში იანვარში საშუალოზე მეტად ციოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროპაში კი ჩვეულებრივზე მეტად დათბა.

შერეული ხეხილის ბაღები

თავის ლაბორატორიაში ბენედიქტი სინჯისთვის აღებულ ტოტებს უფრო თბილი გაზაფხულის პირობებში ცდის, რადგან სურს, გაიგოს, თუ როგორ ეგუებიან ხეები განსხვავებულ ბუნებრივ პირობებს გენეტიკურ დონეზე. იგი ამბობს, რომ მარტივი გამოსავალი არ არსებობს:

„ჩემი აზრით, უკეთესია, რომ სხვადასხვა ჯიში შევურიოთ,“ – ამბობს ბენედიქტიე.“ „ერთი სახეობა კარგია რბილი ზამთრის პირობებში, მაგრამ ვერ უძლებს ყინვას. მეორე კარგად იტანს ცივ ზამთარსა და ყინვას. ამიტომ უმჯობესია, რომ სხვადასხვა ჯიში გქონდეს ბაღში, რათა მოსავალი გარანტირებულად მიიღო.ეს მებაღეებს საქმეს ურთულებს, მაგრამ კლიმატის ცვლილების ფონზე ბუფერს უქმნის.“

გარანტირებული მოსავალი პრობლემაა ორგანული მებაღეობის მიმდევარ ფილიპე სფილიგოისთვის, რომელმაც ზედიზედ ორი წელი ყინვის გამო მოსავალი დაკარგა. იგი შიშობს, რომ წელსაც იგივე ელოდება.

„თუ შემდეგი რამდენიმე კვირა სითბო იქნა, არსებობს იმის საფრთხე, რომ ხეებმა ზრდა დაიწყონ,“- ამბობს  ფილიპე სფილიგოი. „პრობლემა ის არის, რომ, როდესაც ხე ზრდას იწყებს, აღარ ჩერდება. ანუ თავის ციკლს იწყებს.  შესაძლოა, ცოტა შეანელოს ზრდა, მაგრამ ვერ შეძლებს შეჩერებას. ამიტომ თუ რამდენიმე კვირაში ყინვამ დაარტყა, მისი საქმე წასულია“.

იდეალური გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ ფილიპე უკვე ცვლის ხეხილის ჯიშებს თავის ხეხილის ბაღებში, რომელსაც VERGERS BIO DES PRUNERAIES-ი ეწოდება და უფრო თბილი კლიმატისთვის ემზადება.

ფილიპე სფილიგოი:

„ოპალის სახეობის ვაშლი იტანს შედარებით ნაკლებ სიცივეს  დალინეტეა ძალიან კარგად უძლებს ცხელ ზაფხულს. ჩვენს ბაღებს  ნელ-ნელა ვარგებთ კლიმატის ცვლილებას.“

ავტორი: ჯერემი ვილქსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend