ირანის დედაქალაქ თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. მედიის ცნობით დაღუპულია აზერბაიჯანის საელჩოს დაცვის სამსახურის უფროსი. დაჭრილია დაცვის კიდევ ორი წევრი, რომლებიც კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირის შეჩერებას შეეცადნენ. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. თავდამსხმელი დაკავებულია. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
თავდასხმაზე განცხადება უკვე გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ილჰამ ალიევი მომხდარის გამოძიებასა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ილჰამ ალიევმა აღნიშნული განცხადება „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.
მომხდარი დაგმო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.
„საელჩოს მახლობლად ვცხოვრობ. სროლის ხმა გავიგე. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ სროლა გაგრძელდა და მეც მოვირბინე. როდესაც მოვედი სროლა შეწყვეტილი იყო და ხალმხმრავლობა დამხვდა. მერე დავინახე ამ კარზე იარაღადიდან გასროლილი ტყვიის კვალი იყო. ბევრი ნახვრეტია. ამ მანქანასაც ცეცხლი წაუკიდეს, მაგრამ ვიღაცაამ დროულად ჩააქრო“, – განაცხადა თვითმხილველმა.