მთავარი ევროპა უკრაინა უკრაინას შესაძლოა ამერიკული წარმოების ტანკებიც გადაეცეს

უკრაინას შესაძლოა ამერიკული წარმოების ტანკებიც გადაეცეს

ბაიდენის ადმინისტრაციაში უკრაინისთვის ამერიკული წარმოების ტანკების, ABRAMS M 1 ების გადაცემას არ გამორიცხავენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთება ნებისმიერ მომენტშია მოსალოდნელი.

მიუხედავად ამისა, ამერიკული ტანკების უკრაინაში გამოჩენამდე შესაძლოა, რამდენიმე თვე ან წელიც კი გავიდეს.

ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ დეტალებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„როგორც ჩანს ეს ბერლინსა და ვაშინგტონს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგია, რომლის თანახმადაც, გერმანული მხარე უკრაინის „ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკების გადასცემს იმ პირობით, რომ კიევს ვაშინგტონი ამერიკული წარმოების ABRAMS M 1ტიპის ტანკებს მიაწვდის. გერმანული მხარე თანახმაა, რომ უკრაინას გერმანული წარმოების ტანკები პოლონეთმა დაუყოვნებლივ გადასცეს.“, – ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი მეთიუ ლი.

აბრამსის ტიპის ტანკების კიევისთვის გადაცემით სავარაუდოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან, რომელიც გერმანული წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემის პარალელურად იმავე ნაბიჯის გადადგმას მოითხოვდა ვაშინგტონისგან.

„აბრამსის ტიპის ტანკი თანამედროვე შეიარაღების ნიმუშია. ბაიდენის ადმინისტრაციაში აქამდე აცხადებდნენ, რომ ამერიკული წარმოების ამ ტიპის ტანკის უკრაინისთვის გადაცემა ნაკლებად პრაგმატული იყო ვინაიდან ამ ტანკს ესაჭიროება განსაკუთრებული ტიპის საწვავი, მომსახურება და უზრუნველყოფა“, – დასძენს მეთიუ ლი.

უკვე 11 თვის განმავლობაში მიმდინარე ომის ფონზე, ბევრი საუბარი შედგა უკრაინისთვის თავდაცვის მიზნით საჭირო შეიარაღების სწრაფად გადაცემის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ აშკარაა, რომ ამერიკული წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემას რამდენიმე თვე დასჭირდება, დროს მოითხოვს ამ შეიარაღების გამოყენების მიზნით უკრაინული სამხედროების გაწვრთნაც.

„ნათელია, რომ ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოები ბევრს ფიქრობენ იმ საშიშროებაზე, რომელიც უკრაინის ემუქრება ახალი რუსული შეტევის ფონზე. დასავლეთში ცდილობენ, რომ კიევს, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით და რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ შეიარაღება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიხილეთ, რომ ამერიკული მხარე მზადაა უკრაინას 6 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების შეიარაღება გადასცეს“, – ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინისთვის ტანკების გადაცემის თაობაზე განცხადების გაკეთებაზე ჯერჯერობით უარს აცხადებენ.

არსებული ცნობებით, კანცლერი ოლაფ შოლცი ამ საკითხთან დაკავშირებით მალე ისაუბრებს საჯაროდ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend