მთავარიამბებიავიაკატასტროფა უკრაინაში - სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის სამძიმრის წერილი

ავიაკატასტროფა უკრაინაში – სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის სამძიმრის წერილი

კიევის ოლქში, ბროვარიში მომხდარ ავიაკატასტროფას სოციალურ ქსელში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი ეხმაურება და სამძიმარს უცხადებს უკრაინელებს.  მათ შორის არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. „ჩვენ უკრაინასთან ერთად ვგლოვობთ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. მინისტრი დენის მონასტირსკი ევროკავშირის დიდი მეგობარი იყო. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერმინისტრ დენის შმიჰალს და უკრაინელ ხალხს“ .

 

მწუხარებას გამოთქვამს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც.

ტრაგედიას ასევე ეხმაურებიან პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. „ჩვენს ფიქრებში ვართ ყველა მსხვერპლთან – ბავშვებთან და მათ ოჯახებთან“, – წერს მაკრონი.

 

სამძიმარს უცხადებენ უკრაინას საქართველოდანაც. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც. “ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის. საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

რაც შეეხება უახლეს ინფორმაციას ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. დადასტურებული ინფორმაციით, ვერტმფრენში იმყოფებოდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი. 9 ადამიანი, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი, დაიღუპა.

დაცემის დროს ვერტმფრენი დაეჯახა საბავშვო ბაღის შენობას და მისი ნაწილები ასევე მოხვდა ახლოსმდებარე საცხოვრებელ კორპუსს.

საბოლოო რიცხვი, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ჯერჯერობით არ არის დადგენილი. საგანგებო სამსახურის ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 18 ადამიანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend