მთავარიევროპაუკრაინა„არავინ იცის ეს ომი როდის დასრულდება“ - მეწარმე ხარკივის რეგიონიდან

„არავინ იცის ეს ომი როდის დასრულდება“ – მეწარმე ხარკივის რეგიონიდან

სოფელი ვეტერინარნე ხარკივის რეგიონში მდებარეობს. დასახლება რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ყველაზე ახლოს არის.

ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დასახლება სამხედრო მოქმედებების შედეგად მეტად დაზიანდა, მისი ოკუპაცია კი ომის დაწყებიდან მალევე მოხდა.

„საზღვრის სიახლოვეს მდებარე ყველა დასახლება სამწუხაროდ, განუწყვეტელი დაბომბვის ქვეშ არის, ამ დასახლებებს რუსული ტერიტორიიდან ბომბავენ, როგორც წესი საარტილერიო და სატანკო შეიარაღებით“, – ამბობს ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ვიაჩესლავ ზადორენკო.

რუსული ინტერვენციის დაწყებამდე ვეტერინარნეში 600 – ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მოსავლის აღებისას კი სოფლის მოსახლეობა რამდენიმე ასეულით მატულობდა.

სწორედ ამ სოფელში მდებარეობს ხარკივის რეგიონში ნატურალური წვენის მწარმოებელი საწარმო. ინტერვენციის გამო წლევანდელი ვაშლის მოსავალი არ მოუკრეფიათ.

რუსეთის ფედერაციასთან სახელმწიფო საზღვრიდან ასეული მეტრის დაშორებით მდებარე ბაღებში მოსავალი ლპება, სოფელი კი ცარიელია. სოფელში 30- მდე ადამიანი დარჩა. მათი სახლები რუსული არტილერიითა და ტანკებით ყოველდღე იბომბება. სოფელს არ მიეწოდება სასმელი წყალი და ბუნებრივი აირი.

ერთ-ერთი ადგილობრივი მეწარმე, ვოლოდიმირ ნებოჟენკო რუსმა სამხედროებმა ტყვედ აგვისტოში აიყვანეს, მას ჯერ კიდევ არ შეუფასებია რუსი ოკუპანტების მიერ მისი წარმოებისთვის მიყენებული ზარალი.

„ეს ხომ ფეხბურთის მატჩი არ არის, რომელიც 90 წუთს გრძელდება და თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი. არავინ იცის ეს ომი როდის დასრულდება“, – წუხს ვოლოდიმირი.

ომის დაწყებამდე ვოლოდიმირ ნებოჟენკომ წარმოებაში 200 ათასი ევროს ინვესტიცია ჩადო, ახლა კი მისი წარმოება თითქმის განადგურებულია.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend