მთავარიგადაცემებიReview Newsევროპის პასუხი უკრაინის ომზე

ევროპის პასუხი უკრაინის ომზე

24 თებერვალი: რუსეთი, რომლის განზრახვის გამოცნობასაც მსოფლიო რამდენიმე თვე ამაოდ ცდილობდა, უკრაინას თავს დაესხა.

და დადგა დრო, როდესაც ევროკავშირმა რადიკალურად შეცვალა რუსეთის მიმართ როგორც დიპლომატიური, ისე ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკა.

იმავე ღამეს ევროკავშირმა მოსკოვის მკაცრად დასჯა გადაწყვიტა.

“ჩვენ დავასუსტებთ რუსეთის ეკონომიკურ საყრდენს და მისი მოდერნიზების უნარს,“ – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულლა ფონ დერ ლაიენმა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ კი განმარტა რომ ევროკავშირი ძალიან მკაცრი სანქციების გატარებას აპირებდა: “ჩვენ არ გვჭირდება სანქციები, რომლებიც იყეფება, ჩვენ გვჭირდება სანქციები, რომლებიც იკბინება“.

თანდათან ევროკავშირმა სანქციების რვა პაკეტი მიიღო, რომლის კულმინაციაც რუსულ ნავთობზე ემბარგოს დადება იყო.

მისი მიზანია, რომ ევროპა ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე – რაც ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია.

პარალელურად ევროპა უკრაინელი ლტოლვილების მიმართ სოლიდარობის ტალღამ გააერთიანა.

უკრაინელ ლტოლვილებს ევროკავშირში ცხოვრების სპეციალურ სტატუსს ანიჭებენ, რომელიც მათ მუშაობისა და ფინანსური დახმარების საშუალებას აძლევს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაუღალავად ითხოვდა დახმარებას და  ევროპარლამენტით დაწყებული  მსოფლიოს სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოს მიმართა.

ცოტა ხნის შემდეგ „ევრონიუსთან“ საუბრის დროს ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაიწყო დებატები უკარინის ევროკავშირში გაწევრების თაობაზე და განაცხადა:

“ერთ დღეს ისინი ჩვენს რიგებს შეუერთდებიან, ისინი ერთ-ერთ ჩვენგანს წარმოადგენენ. ჩვენ გვსურს მათი შემოსვლა.“

მთელი გაზაფხულის განმავლობაში ევროპელი ლიდერები უკრაინაში ჩადიოდნენ, რათა მისთვის პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური დახმარება აღეთქვათ და…თან საკუთარი თვალით ენახათ უკრაინის ზარალი.

დიპლომატიურ პლატფორმაზე უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების ეტაპი დაიწყო.

ივნისის ბოლოს ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა, რომ უკრაინა „ერთ-ერთი მათგანია“. მომავალში უკრაინის გაწევრება კი გაცხადებული მიზანი გახდა.

ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი:

„ევროპულ პერსპექტივას ვანიჭებთ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს… ამგვარად, ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის  სტატუსი“.

მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ომი და რუსეთის აგრესია – პირიქით, უფრო გაამძაფრა.

წლის ბოლოს ევროკავშირი აპირებს, პასუხი მოსთხოვოს მოსკოვს და ვლადიმერ პუტინი გაასამართლოს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი:

“ჩვენ გთავაზობთ, გაეროს მხარდაჭერით შევქმნათ სპეციალური სასამართლო, რომელიც გამოიძიებს რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიის დანაშაულს და დაიწყებს სამართლებრივ დევნას“.

ომი 2023 წელსაც გაგრძელდება – და გაგრძელდება ადამიანთა ტანჯვაც.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend