საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართავს, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოიყენოს მისთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლება და სამკურანლო ჰუმანიტარული მოტივით, პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, მოქმედ პოლიტიკოსებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, სადაც ერთობლივ მიმართვას ხელი მოაწერეს და სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნეს. მიმართვის დოკუმენტს 65 პიროვნება აწერს ხელს.
“სასამართლოში სააკაშვილის პროცესის განხილვა ჭიანურდება, პაციენტს კი დრო ეწურება. ჩვენ, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება, თავს მეორედ ვერ მივცემთ უფლებას, პრეზიდენტი მოგვიკლან. შუალედური პოზიცია არ არსებობს. დუმილი კლავს! საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად”, – ნათქვამია წერილში.
ალეკო გვეტაძე