მთავარიევროპაუკრაინაზელენსკიმ ბახმუტში უკრაინელ სამხედროებს მადლობა პირადად გადაუხადა

ზელენსკიმ ბახმუტში უკრაინელ სამხედროებს მადლობა პირადად გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბახმუტში ჩავიდა. ის ფრონტის ხაზზე  მებრძოლ უკრაინელ სამხედროებს შეხვდა და მათ პირადად გადაუხადა მადლობა.

“აღმოსავლეთი  კარგად დგას, რადგან ბახმუტი იბრძვის. ეს ჩვენი ზნეობის ციხესიმაგრე. ბრძოლისა და სიცოცხლის ხარჯზე ეს ადამიანები იცავენ ყველა ჩვენგანის თავისუფლებას.  ბახმუტის მცველები ჩვენს მაქსიმალურ ყურადღებასა და მადლიერებას იმსახურებენ. ამიტომაც ვარ დღეს მათთან ერთად. ისინი სუპერ ადამიანები არიან. ისინი არიან ჩვენი ძალა, ჩვენი გმირები…” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალური ქსელის გვერდზე.

ქალაქი ბახმუტი რუსული არმიის ყველაზე დიდი სამიზნეა, რადგან სწორედ ამ ქალაქის  აღებით შესაძლოა გაეხსნას გზა რუსულ ჯარს სხვა ქალაქებისკენ, მაგალითად, კრამატორსკისკენ.  თუმცა,  უკრაინა საკუთარი ტერიტორიის დაცვას ახერხებს და რუსეთს ქალაქის აღების საშუალებას არ აძლევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend