მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი: ,,რუსეთი მომავალი წლიდან ახალი შეტევისთვის ემზადება"

ვოლოდიმირ ზელენსკი: ,,რუსეთი მომავალი წლიდან ახალი შეტევისთვის ემზადება”

უკრაინის ხელისუფლების ვარაუდით, რუსეთი მომავალი წლიდან მასშტაბურ შეტევას დაიწყებს.

18 მილიარდი ევროს დახმარებას, რომელსაც უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს ომში ჩართული ქვეყანა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოიყენებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდასხმები განუწყვეტლივ გრძელდება.

“დღეს დონბასში, ისევე როგორც გასულ კვირებში, რუსეთის სასტიკი თავდასხმები გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტები გვიტევენ, მათ არ შეუძლიათ ჩვენი არმიის დამარცხება. ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქსა და სოფელს. მათი მიზანია, დაანგრიონ ყველა შენობა და კედელი, რომელთა გამოყენებაც თავდაცვისთვის იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის თავდასხმებს მოჰყვა უამრავი მსხვერპლი. ელექტროენერგია გაითიშა ქვეყნის დიდ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ კიევში.

ხერსონში რუსეთის თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქალაქს კი ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend