“გამკაცრდეს უეტიკეტო რძის პროდუქტებზე კონტროლი და დაჯარიმდეს ყველა, ვინც უეტიკეტო ყველისა და რძის სხვა პროდუქტების რეალიზაციით არის დაკავებული” – ამ თხოვნით მიმართავს ქართული რძის ფედერაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
ფედერაციაში აცხადებენ, რომ ქართული რძის ბაზარი დიდი რაოდენობით არაეტიკეტირებული, გაურკვეველი წარმომავლობის ყველითა და რძის სხვა პროდუქტებითაა გაჯერებული, რის გამოც როგორც მომხმარებლები, ისე რეგისტრირებული მეწარმეები ზარალდებიან.
„მოითხოვე ეტიკეტი” – ამ ლოზუნგით ქართული რძის ფედერაციამ კამპანია დაიწყო, რომლითაც მოუწოდებს მომხმარებელს პროდუქტის შეძენამდე გაარკვიოს მისი შემადგენლობა, წარმომავლობა და ვადა.
ამ თემებზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ქართული რძის ფედერაციის წევრმა, ზეინაბ აბულაძემ ისაუბრა