მთავარიევროპაუკრაინაბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება - ქალაქი განადგურებულია

ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება – ქალაქი განადგურებულია

აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში მდებარე ქალაქი ბახმუტი თითქმის მთლიანად განადგურებულია.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც რუსები ქალაქს საარტილერიო, სარაკეტო, და სამხედრო საჰაერო ძალებით ბომბავენ.

ქალაქს უტევს რუსული არმია და „ვაგნერის“ დაჯგუფება.

ბახმუტში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა ელექტროენერგიის, სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივი მოსახლეობა მათი მძიმე ყოფის შესახებ საუბრობს:

„მე არსად მაქვს წასასვლელი, აქ დავიბადე და გავიზარდე, უკვე 60 წლის ვარ, სად წავიდე. აქ ჩემი წინაპრების საფლავებია, ვერსად წავალ.“

„აქ ხალხს ესვრიან, აქ ხალხს ხოცავენ და მერე მარხავენ.“

„ძალიან კარგად ვიცით საიდან ისვრიან, ვინ ისვრის, აქ სულელი არავინ არის.“

ქალაქ ბახმუტს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, მისი დაპყრობის შემთხვევაში რუსებს გზა ეხსნებათ დონბასში მდებარე სხვა დიდი ქალაქებისკენ, მაგალითად კრამატორსკისკენ.

რუსული ინტერვენციის დაწყებამდე ქალაქში 70 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი ადგილზე 10 ათასამდე ადამიანი რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend