მთავარიევროპაუკრაინაოდესაში მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ოდესაში მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

გასამხედროებული ორგანიზაციის, „ვაგნერის“ ყაზარმები ოკუპირებულ მელიტოპოლში უკრაინული არმიის მიერ მიტანილი სარაკეტო იერიშის შემდეგ განადგურებულია.

კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინული არმიის შეტევის შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა, უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ მათ მიერ მიტანილი სამხედრო დარტყმის შედეგად 200 – მდე ოკუპანტი განადგურდა.

უკრაინულმა არმიამ სარაკეტო იერიში ვაშინგტონის მიერ მიწოდებული ჰიმარსების სისტემით მიიტანა. ამ ტიპის შეიარაღება უკრაინულ არმიას შესაძლებლობას აძლევს, რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით მყოფი რუსული სამხედრო შენაერთები გაანადგუროს.

უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შედეგად გადაწყდა, რომ ამერიკული მხარე კიევს ამ შეიარაღებას დამატებითი რაოდენობით მიწვდის.

რუსული მხარე კი უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანას აგრძელებს, ამ ეტაპზე უკვე მილიონზე მეტი უკრაინელია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ქალაქ ოდესაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend