მთავარისაქართველოსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება

ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს გენერატორების შესყიდვა დაავალა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება.
ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს გენერატორების შესყიდვა დაავალა.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ. მისი თქმით,  ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს.

6 დეკემბერს უკრაინის საელჩოში წლის შემაჯამებელი ბრიფიგი გაიმართა, სადაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უპასუხოდ დატოვებულ დახმარების თხოვნებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ საელჩომ მთავრობას გენერატორების გამოყოფა სთხოვა, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend