მთავარიმსოფლიორუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პატიმრები გაცვალეს

რუსეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პატიმრები გაცვალეს

რუსეთმა პატიმართა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლა ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი, რომლის სანაცვლოდ შეერთებულმა შტატებმა რუსეთს იარაღით მოვაჭრე, ვიქტორ ბუტი, გადასცა. გრაინერი, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ნარკოტიკების ბრალდებით რამდენიმე თვე იყო დაკავებული. მან მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია.

პატიმართა გაცვლა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის უკრაინის ომით გამოწვეული დაძაბულობის ფონზე წარიმართა. ამით პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს მიაღწია.

იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი ათ წელზე მეტია რუსეთში არ ყოფილა.  რუსეთის ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას აეროპორტში  დედა და მეუღლე დახვდნენ.

როგორც ცნობილია, ამერიკელი პოლ ველანი ჯერ ისევ პატიმრობაშია.  მის წინააღმდეგ წაყენებულ ჯაშუშობის ბრალდებას ოჯახის წევრები და შეერთებული შტატების მთავრობა უსაფუძვლოს უწოდებენ. ეს 8 თვის განმავლობაში პატიმართა გაცვლის მეორე შემთხვევაა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend