მთავარიევროპაუკრაინაპუტინმა აღიარა, რომ უკრაინაში ომი იმაზე დიდხანს გრძელდება ვიდრე ელოდა

პუტინმა აღიარა, რომ უკრაინაში ომი იმაზე დიდხანს გრძელდება ვიდრე ელოდა

აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტში რუსული დაბომბვის შემდეგ უკრაინელი მეხანძრეები  დაუღალავად მუშაობენ და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი შესაძლოა გრძელვადიან პროცესად გადაიქცეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ბირთვული ომის საფრთხე იზრდება, თუმცა, დასძინა, რომ ბირთვულ არსენალს, როგორც მასობრივი განადგურების შეიარაღებას, მხოლოდ   თავდაცვის მიზნით გამოიყენებს.

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის პრეზიდენტი ბირთვულ შეიარაღებაზე თავისუფლად საუბრის გამო გააკრიტიკა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის აზრით, დაუფიქრებელი საუბარი ბირთვულ შეიარაღებაზე უპასუხისმგებლობაა, რადგან ეწინააღმდეგება იმ განცხადებას, რომელსაც რუსეთმა ოფიციალურად მოაწერა ხელი მიმდინარე წლის იანვარში გაეროს უშიშროების საბჭოს კონტექსტში. ის ასევე ეწინააღმდეგება ყველა განცხადებას, რომლებიც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა გასული კვირების განმავლობაში გააკეთეს.

ამავდროულად, გაერო უკრაინაში ჩადენილი დარღვევების შესახებ თავისი მორიგი ანგარიშის გამოსაქვეყნებლად ემზადება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 3 რეგიონში 441 მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალება შესაძლოა ომის დანაშაულად შეფასდეს. მათგან ზოგიერთი მაშინ დახოცეს, როდესაც ისინი შეშის  ან საკვების საყიდლად იყვნენ გამოსულები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend