მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ენერგოსისტემის ნახევარი დაზიანებულია

უკრაინის ენერგოსისტემის ნახევარი დაზიანებულია

უკრაინაში დაუღალავად მუშაობდნენ, რათა რუსული სარაკეტო დარტყმების მორიგი ტალღის შემდეგ დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება აღედგინათ. ენერგოინფრასტრუქტურაზე რამდენიმეთვიანი გამუდმებული დარტყმების შედეგად უკრაინის ენერგოსისტემის ნახევარი უკვე დაზიანებულია.

მოქალაქეებს  სიბნელეში უწევთ ცხოვრება. მდგომარეობას დაბალი ტემპერატურაც ართულებს.

ამავდროულად, რუსეთის ქალაქ კურსკიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ აფეთქდა დრონების თავდასხმების შედეგად  ნავთობის საცავი.

სავარაუდოდ, აფეთქება რუსეთის ავიაბაზებზე თავდასხმებიდან ერთი დღის შემდეგ მოხდა და, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს  კრემლის იმ სტრატეგიის ჩაშლას, რომელიც უკრაინის ენერგოქსელის განადგურებას ითვალისწინებდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი ამბობს, რომ აშშ-ს უკრაინისთვის შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მისატანად არ გადაუცია.

მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს თავდაცვითი საშუალებებია. პრეზიდენტმა ბაიდენმაც აღნიშნა, რომ მათ არ მიუციათ უკრაინისთვის უფლება, რომ შეიარაღება თავისი საზღვრების გარეთ გამოეყენებინა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოლო დღეებში მომხდარ თავდასხმებზე ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend