ელექტროავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რეალურად რამდენად ეკომეგობრულია გამოყენებული ელემენტები. რამდენიმე კრიტიკული საკითხია. მათ შორისაა, რა ზემოქმედება აქვს ლითიუმის მოპოვებას გარემოზე, დაცულია თუ არა ადამიანის უფლებები და როგორია ბავშვთა შრომა კობალტის მაღაროებში, ასევე წარმოების მაღალი ღირებულება და გადამუშავების 10-პროცენტიანი მაჩვენებელი.
ECOS-ის წარმომადგენელი რიტა ტედესკო ამბობს, რომ ელემენტების მასალის გადამუშავება როგორც გადამამუშავებლებისთვის, ისე მწარმოებლებისთვის არ არის საინტერესო, რადგან გაცილებით იაფია სხვადასხვა ლითონის ამოღება, ვიდრე მათი გადამუშავება.
ელექტროავტომობილების ელემენტების გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად, ევროკავშირის პროექტის „სტარდასტის“ფარგლებში, ესპანური კომპანია ატარებს ცდებს გამოუსადეგარ ელემენტებზე, რომ პანელების დახმარებით შეაგროვონ მზის ენერგია.
კომპანია „BeePlanet-ის“ წარმომადგენელი კარლოს ლარეა ამბობს, რომ მათი 18 ელემენტი იმაზე კარგ მდგომარეობაშია, ვიდრე ეგონათ. ისინი მათ უფრო სწრაფ გაუარესებას ელოდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ავტომობილების ელემენტები მოსალოდნელზე დიდხანს ძლებს.
ევროკავშირში ელექტროავტომობილების ელემენტების წარმოებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე მსჯელობენ. მთავარ საკითხებს შორისაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის, ლითიუმისა და კობალტის, მინიმუმ 80 დან 90 პროცენტამდე გადამუშავება.