მთავარიაზიაირანიირანში „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა

ირანში „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა

ირანში რეჟიმის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო გამოსვლების გამო  ქვეყნის გენერალური პროკურორი იძულებული გახდა, გაეუქმებინა ე.წ. ზნეობის პოლიცია, რომელიც პასუხისმგებელი იყო პატრულირებასა და იმის შემოწმებაზე, თუ როგორ იცავენ მოქალაქეები ქვეყანაში ჩაცმულობასთან დაკავშირებულ მკაცრ რეგულაციებს, მათ შორის ჰიჯაბის ტარების წესებს. თუმცა, როგორც ცნობილია, ჰიჯაბის ტარება კვლავ სავალდებულოა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მოთხოვნებს შორის იყო  ე.წ. ზნეობის პოლიციისა და ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წესის გაუქმება. თუმცა  მთავარი მიზანი  მაინც სისტემის დასრულება იყო.

მიუხედავად ამისა, ისლამურ კანონებსა და რეჟიმს ბევრი ადამიანი უჭერს მხარს. ე.წ. ზნეობის პოლიცია ნამდვილად იწვევდა უთანხმოებას, თუმცა ჰიჯაბის ტარება, როგორც უმრავლესობა მიიჩნევს, სავალდებულო უნდა იყოს.

ერთ-ერთი მოქალაქე ვაჰიდ სარაბი ამბობს, რომ ე.წ. ზნეობის პოლიცია უნდა არსებობდეს, თუმცა მან უნდა იმოქმედოს ისლამური ეთიკისა და იმ მიდგომების შესაბამისად, რომლებსაც იმამი ზამანი მიიღებდა. მისი თქმით, ძალადობითა და მსგავსი მიდგომით ვერავინ შეძლებს თავისი თვალსაზრისის დამტკიცებასა თუ რამის გამოსწორებას.

როგორც რაისიმ, ისე სხვა პოლიტიკურმა და სასულიერო პირებმა განაცხადეს,  რომ რევოლუციური კანონების „შერბილება“ შესაძლებელია, თუმცა მათ არასოდეს განუმარტავთ, რას ნიშნავს ეს შერბილება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend