მთავარიგადაცემებიExploreვარდისფერი ლაგუნა და ფლამინგოები - ესპანეთის ქალაქ ტორევიეხის ფარული საგანძური

ვარდისფერი ლაგუნა და ფლამინგოები – ესპანეთის ქალაქ ტორევიეხის ფარული საგანძური

ესპანეთის ვალენსიის რეგიონში, ქალაქ ტორევიეხაში, ხმელთაშუზღვისპირეთისთვის დამახასიათებელი ცნობილი თბილი კლიმატისა და ლაჟავრდოვანი სანაპიროების გარდა სხვა უამრავი სანახაობა ელოდება ტურისტს: მაგალითად სანაპიროდან მოშორებით მდებარე მარილის ვარდისფერი ლაგუნა და ვარდისფერი ფლამინგოების კუნძული.

ესპანეთის კოსტა-ბლანკა ცნობილია ხმელთაშუაზღვის კლიმატით, ულამაზესი პლაჟებით, წყლის სპორტითა და მშვიდი გარემოთი.

ქალაქ ალიკანტეს სამხრეთით მდებარეობს საკურორტო ქალაქი ტორევიახა, სადაც მთელი წლის განმავლობაში ძალიან უყვართ ჩასვლა ჩრდილოეთ ევროპის მოქალაქეებს.

ან ეპიზოდში სანაპირო ზოლიდან მოშორებით წაგიყვანთ –  ამ რეგიონის ნაკლებად ცნობილ ადგილების დასათვალიერებლად.

ფარული მემკვიდრეობა

სახელი ტორევიეხა „ძველ ქალაქს“ ნიშნავს.  ქალაქს ეს სახელი იმ სათვალთვალო კოშკის სამახსოვროდ ეწოდა, რომელიც ამ ქალაქის მეკობრეთა თავდასხმებისგან დასაცავად იყო აშენებული.

სამწუხაროდ, ის კოშკი აღარ არსებობს. მაგრამ მსურველებს მისი ტყუპისცალის  ნახვა შეუძლიათ, რომელსაც ტორე-დელ-მორო ჰქვია.

ტურისტებს, რომლებივ სანაპიროს ნაცვლად მთებისკენ წავლენ, ხმელთაშუაზღვისპირეთის მშვენიერი პეიზაჟები ელოდებათ.

ტორევიეხას დასაბამი მეთევზეთა სოფელმა მისცა და  ქალაქში ზღვაში გასული  მეთევზეებისა და მეზღავურების ცოლების პატივსაცემად დგას ქანდაკება „ბელა ლოლა“ ანუ „მშვენიერი ლოლა“.

„ეს ქანდაკება, განასახიერებს იმ მოლოდინსა და გაურკვევლობას, რომლებიც ერთი საყვარელი ადამიანის ლოდინს ახლავს თან, იგი ხანგრძლივი მოგზაურობიდან უნდა დაბრუნდეს. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ზოგჯერ ვეღარც ბრუნდება უკან.“- მ“, – მიხსნის აქაური გიდი   მარია ხოსე მინგუეს მატეო .

მარია-ხოსეს  ოჯახის რამდენიმე თაობა  ტორევიეხაში ცხორვობდა და იგი თვლის, რომ ამ ქალაქში უამრავი საინტერესო ადგილია.

„თუ ქალაქის ცენტრში გახვალთ, იქ ნახავთ „უბიწო ჩასახვის“ ეკლესიას თავისი სკვერით, იქვეა მხოლოდ ქვეითებისთვის განკუთვნილი ქუჩები და კაზინო, რომელიც სიმბოლური შენობაა და ძალიან ლამაზია“, – ამბობს იგი.

მარილის ლაგუნა

ტორევიეხა ორ ვარდისფერ მარილის ლაგუნას შორის მდებარეობს, რომლებსაც მლაშე დაბლობი ეწოდებათ.

აქ მარილის წარმოება ჯერ კიდევ რომაელების პერიოდში დაიწყო, თუმცა მხოლოდ მე-19 საუკუნეში გადაიქცა ესპანეთში მარილის წარმოების ცენტრად, რის შედეგადაც მეთევზეთა სოფელი ქალაქ ტორევიეხად იქცა.

დღეს აქ მდებარეობს ევროპაში ყველაზე დიდი მარილის საწარმო, რომელიც წელიწადში 600 ათას ტონაზე მეტ მარილს აწარმოებს  – უმეტესი ნაწილი ჩრდილოეთ ევროპაში ზამთარში გზებზე იყრება.

ტურისტებს მარილის მაღაროს  ნახვა თუ სურთ, ქალაქის ცენტრიდან იქით მიმავალ სპეციალურ მატარებლეს შეუძლიათ გაჰყვნენ და ვარდისფერი ლაგუნის სილამაზით დატკბნენ. ამ ლაგუნის ვარდისფერი წყალი წყალმცენრაეების დამსახურებაა.

ბუნების ბილიკები

მარილის საბადოები ნაკრძალში მდებარეობს. ეს პარკი ნამდვილი სამოთხეა ველოსიპედისტებისა და ქვეითად მოსიარულეთათვის,  რადგან პარკში რამდენიმე ბილიკია, რომლებსაც უნიკალურ ეკოსისტემაში შეჰყავხარ..

ფრანსისკო ხოსე მარტინეს გარსია, ტორევიეხის ბუნებრივი პარკის დირექტორი:

“ამ ლაგუნის ირგვლივ სრულიად გასაოცარი მცენარეები ხარობს, რადგან ისინი მლაშობზე იზრდებიან.  ამიტომ ეს მცენარეები პრიორიტეტულ გავრცელების არეალს ქმნიან ევროკავშირში.”

ეს ადგილი ფრინველებზე თვალთვალის მოყვარულთა სამოთხეც არის, რადგან აქ ფრინველის ასზე მეტი სხვადასხვა სახეობა ბუდობს.

ფრანსისკო ხოსე მარტინეს გარსია:

„ჩვენს კუნძულზე ვხედავთ ფლამინგოებს, რომლებიც წელს დაიბადნენ, რადგან მათ ცოტა მუქი ფერი აქვთ,  ჯერ კიდევ არ არიან ვარდისფერი,“ – გვიხსნის ფრანცისკო.

ვალენსიაში ვიზიტი სრულყოფილად ვერ ჩაითვლება, თუ ადგილობრივ კერძებს არ დააგემოვნებ.

აქ ყველაფერი, რასაც კი მოგართმევენ, ადგილზე იწარმოება, ამიტომ ახალია და მადის აღმძვრელი.  აქაური სამზარეულო განთქმულია ზღვის პროდუქტებით და თევზით, ამიტომ აქაური პაელა აუცილებლად უნდა გასინჯოთ.

ეს ტიპური  პაელაა, რომელსაც ყველგან ნახავ ტორევიახაში, კოსტა-ბლანკასა და ვალენსიის რეგიონში – ზღვის პროდუქტების პაელა ზღვის მოლუსკებით, კრევეტებით, კიბორჩხალებითა და გარჩეული პატარა კრევტებით,“ – ამბობს ოფიციანტიტი მანუელ პატრისიო პერეს სისტერნასი

სანაპიროს ჩვეულ გზიდან გადახვევა მშვენიერი მოგზაურობა გამოდგა.  კოსტა-ბლანკის ამ მხარეში ყველაფერი უხვადაა –  იქნება ეს გასაოცარი სასეირნო ადგილები, ისტორია თუ გემრიელი ადგილობრივი კერძები.

ავტორი: ნაომი ლოიდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend