მთავარიევროპაუკრაინარუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხერსონში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხერსონში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს

რუსული საოკუპაციო ძალები კვლავ უტევენ ხერსონს – რეგიონში დისლოცირებული უკრაინელი სამხედროების განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირიდან რუსი სამხედროები სარაკეტო იერიშს მიიტანდნენ.

იერიშების შედეგად, დაინგრა საცხოვრებელი სახლები. სარაკეტო შეტევებს სულ მცირე 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

სასწრაფო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებმა მოქალაქეები შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაშავებულები ოჯახის წევრებს და ახლობლებს დაბომბილ სახლებში ეძებდნენ.

მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის მიუხედავად, კრემლში მაინც აცხადებენ, რომ რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას არ უტევს და ამას თავად უკრაინა აკეთებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend