მთავარიევროპაუკრაინაკიევის მოსახლეობის 70%-ს ელექტროენერგია და სასმელი წალი არ მიეწოდება

კიევის მოსახლეობის 70%-ს ელექტროენერგია და სასმელი წალი არ მიეწოდება

რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის დედაქალაქის მოსახლეობის 70 პროცენტს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება, კიევში სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის ნაკლებობაც არის.

“იმედია, მომავალ დღეებში სასმელი წყალი მაინც გვექნება. გუშინ ღამით წყლის მიწოდება შეწყდა და იმედი მაქვს, რომ ცივ წყალს მაინც მივიღებთ, ეს ყველაფერი ძალიან სევდიანია”, – წუხს კიევის მკვიდრი ტატიანა პოლიაკოვა.

დიდი გამოწვევების მიუხედავად, კიევის მკვიდრნი ამბობენ, რომ რუსულ ჩექმის ქვეშ ცხოვრებას დროებით წყლის და ელექტროენერგიის ნაკლებობით ცხოვრება სჯობს.

“ყველაზე რთული ომის პირველი დღეები იყო, როდესაც გვეშინოდა რომ ჩვენი რუსი „მეგობრები“ კიევში შემოაღწევდნენ, ამჟამინდელი პრობლემები არაფერია, ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს ვადიმ პოლიაკოვი.

უკრაინის ხელისუფლებამ კი ქალაქებში ეგრეთ წოდებული „უძლეველი პუნქტები“ შექმნა, სადაც მოქალაქეებს საკვებს და სასმელ წყალს ურიგებენ. „უძლეველი პუნქტი“ უკრაინის მასშტაბით უკვე 4 ათასამდეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend