მთავარიამერიკააშშ„სიძულვილის ადგილი აქ არ არის“ - კოლორადოს კლუბში მომხდარ ტრაგედიას მოქალაქეები იხსენებენ

„სიძულვილის ადგილი აქ არ არის“ – კოლორადოს კლუბში მომხდარ ტრაგედიას მოქალაქეები იხსენებენ

შკრებილები გამომსვლლებს უსმენდნენ, რომლებიც თავისმხრივ გამოფხიზლებისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოებას.

კოლორადო სპრინგზში სავარაუდოდ სიძულვილის მოტივით მოკლულ ლგბტქ+ წევრებს გლოვობენ.

ქალაქის ცენტრში, კლუბში სროლის შედეგად გარდაცვლილების ფოტოები განათავსეს. ის მოქალაქეები, რომლებზეც ამ ტრაგედიამ ძალიან იმოქმედა სანთლებით ხელში რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ ერთ-ერთ პარკში. მათ ასევე ჰქონდათ ბანერები, წარწერით – „სიძულვილის ადგილი აქ არ არის.“

„კვირას დილით 8-ის ნახევარზე გამაღვიძეს მამაჩემის, მისი მეუღლის, დედაჩემის ზარებმა, სამივე მათგანი აღელვებული მეკითხებოდა კარგად ვიყავი თუ არა. ცოცხალი ვიყავი თუ არა. ვიფიქრე, სოციალურ ქსელში რაიმე ხუმრობით ხომ არ ავტვირთე და ამან ხომ არ აანერვიულათქო, თუმცა 5-10 წუთის შემდეგ შევიტყვე რაც მოხდა. წავიკითხე, რომ ჩემს მეგობრებს, კლუბ Q-ში ესროლეს. იქ შეიძლება მეც ვყოფილიყავი. შაბათს ღამით კლუბში მხოლოდ იმიტომ არ წავედი რომ დაღლილი ვიყავი. ლგბტქ+ ადამიანები დედამიწაზე ზუსტად იმდენი ხანია არსებობენ, რამდენიც ჰეტეროსექსუალები. მინდა მივმართო ყველას ვინც ასე არ ფიქრობს – თქვენ ამცირებთ ადამიანებს“, – მიიჩნევს კოლორადოს მკვიდრი ჯერემი ჰარისი.

„დენიელი და დერეკი ბარმენები იყვნენ კლუბ Q-ში. შესანიშნავ ბიჭები იყვნენ. ყოველთვის, როდესაც კლუბში მივდიოდით მზად იყვნენ ყველაფერში დაგვხმარებოდნენ, მოგვმსახურებოდნენ. ყოველთვის კლუბში იყვნენ იმისთვის, რომ თავი კარგად გვეგრძნო. და მათ მართლა დიდი გავლენა ჰქონდათ ამაზე. კვირას დილით გაღვიძება და ამ ხოცვა-ჟლეტისა და განადგურების შესახებ ამბის მოსმენა…. არ ვიცი მომეპოვება თუ არა ის სიტყვები რომ ეს გრძნობა აღვწერო. საშიში, გულის დამწყვეტი, დამღუპველი იყო“, – წუხს კოლორადოს მკვიდრი კაილი ლოჰრი.

გლოვის გამო შეკრებილები გამომსვლელებს უსმენდნენ, რომლებიც თავის მხრივ გამოფხიზლებისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოებას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend