მთავარიმსოფლიოევროპაქურთების პროტესტი ევროპის ქვეყნებში

ქურთების პროტესტი ევროპის ქვეყნებში

თურქეთის მიერ სირიისა და ერაყის ჩრდილოეთ რეგიონებზე მიტანილი საჰაერო იერიშების გამო რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ქურთებმა საპროტესტო აქციები გამართეს.

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ასეულობით ქურთი შეიკრიბა. მათ თურქული მხარე მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში დაადანაშაულეს.

კვიპროსზე მცხოვრებმა ქურთებმაც საპროტესტო აქცია მოაწყვეს ლიმასოლში. აქციის მთავარი მიზანი საჰაერო დარტყმების დაუყოვნებლივ შეწყვეტა  იყო. თუმცა მომიტინგეებს ხელში პლაკატებიც ეჭირათ და  ქურთისტანის დამოუკიდებლობასაც მოითხოვდნენ.

თურქეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების სამიზნე რამდენიმე ქურთული დაჯგუფება იყო.   სტამბოლში გასულ კვირას მომხდარ აფეთქებაში ანკარა სწორედ მათ ადანაშაულებს.

სირიაში ქურთების მეთაურობით მოქმედმა ძალებმა პირობა დადეს, რომ შურს იძიებდნენ ორ მჭიდროდ დასახლებულ სოფელზე თავდასხმის გამო. კვირას სირიამ ასევე გაუშვა რაკეტა, რომლის გამოც თურქეთის საზღვარზე სამი პირი დაიჭრა.

საჰაერო იერიში  სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩაზე მომხდარი აფეთქებიდან ერთი კვირის შემდეგ მიიტანეს. სტამბოლში აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი კი დაშავდა. თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს ათეულობით პირი, რომლებიც თავდასხმაში მონაწილეობდნენ. ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალი  წარუდგინეს 5 პირს ბულგარეთშიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend