მთავარისაქართველოსაქართველოში სოციალურად დაუცველთა 20%-ს ხანდაზმულები წარმოადგენენ

საქართველოში სოციალურად დაუცველთა 20%-ს ხანდაზმულები წარმოადგენენ

საქართველოში ხანდაზმულები ასაკის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან

საქართველოს ქუჩებში მოწყალებას ძირითადად ხანდაზმულები ითხოვენ. ნებისმიერ ამინდში მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში სხედან, გაწვდილი ხელით.

ზოგიერთს ქუჩაში სძინავს, რადგან წასასვლელი არსად აქვს. ზოგსაც სახლი აქვს, თუმცა საკვების საყიდლად თვიდან თვემდე მხოლოდ პენსია არ ჰყოფის. არიან ისეთებიც, ვისაც იმისთვის რომ თვიდან თვემდე თავი გაიტანონ, საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები ან საკუთარ ეზოში მოკრეფილი ხილი გამოაქვთ გასაყიდად.

2021 წლის მონაცემებით საქართვლოში სოციალურად დაუცველთა 20%-ს ხანდაზმულები წარმოადგენენ, თუმცა ეკონომიკური პრობლემები მათთვის ერთადერთ გამოწვევას არ წარმოადგენს.

დღეს საქართველოში ხანდაზმულთა ღირსეულ პირობებში ცხოვრება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, ამბობენ არაფორმალური გაერთიანების, სახელწოდებით „კოალიცია თანასწორობისთვის“ წარმომადგენლები, რომლებმაც სოციალური დაცვის სისტემის ძირითად გამოწვევებზე კვლევა ჩაატარეს.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მძიმე სოციალურ პირობებთან ერთად, საქართველოში ხანდაზმულები ხშირად ხდებიან, როგორც დისკრიმინაციის ასევე, ძალადობის მსხვერპლნი.

არაფორმალური გაერთიანების „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრები საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ იმუშაონ იმისათვის, რომ საქართველოში არცერთი ხანდაზმული ასაკის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი აღარ გახდეს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend