მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: რუსეთი აგრძელებს სარაკეტო იერიშს კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე

ომი უკრაინაში: რუსეთი აგრძელებს სარაკეტო იერიშს კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე

უკრაინაზე მიტანილი სარაკეტო იერიშების სამიზნე არა მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, არამედ საცხოვრებელი რაიონებიც.

ლვივში ადგილობრივი გუბერნატორი აცხადებს, რომ რეგიონის 95 პროცენტში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში მცხოვრებთა მხოლოდ 30 პროცენტს შეუძლია ერთდროულად მისი მოხმარება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ორჯერ გაიგეს აფეთქების ხმა. ლუდმილა თავშესაფარში იყო, როცა პირველად მოხდა აფეთქება. იგი  მაშინვე ბავშვებს ჩაეხუტა.  მეორე აფეთქება კი უფრო ძლიერი იყო, სახლიც კი შეზანზარდა.

კიევში დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათასობით საცხოვრებელ სახლს შეუწყდა დენის მიწოდება. უკრაინელები ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გეგმა ჩაეშალა, ამიტომ ახლა სხვა ხერხს მიმართავს და ელექტროსადგურების განადგურებით მოსახლეობას ცივი ზამთრის წინ  ელექტროენერგიის გარეშე ტოვებს. ესეც ერთ-ერთი გზაა მათი დამორჩილებისა.

ამერიკელმა გენერალმა მარკ მილიმ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მისი აზრით, უახლოეს მომავალში უკრაინელები სამხედრო გზით ვერ შეძლებენ რუსების გაძევებას უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის ვერც ყირიმიდან.

ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კამიკაძე დრონებით თავდასხმის ამსახველ კადრებს ავრცელებს. რუსეთში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend