ბაკურიანი 2023

ბაკურიანი 2023 წლის ზამთარში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

მსოფლიო ჩემპიონატისა და მზადების პროცესის შესახებ „ევრონიუს ჯორჯიას“ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი მიშელ ვიონი ესაუბრა.

ბაკურიანმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე გამართულ წილისყრაზე მოიპოვა.

გადაწყვეტილება იმ დროისთვის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან-ფრანკო კასპერმა გამოაცხადა. სიმბოლურია, რომ იმ დროს მიშელ ვიონი საფრანგეთის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი იყო. სწორედ მან წარადგინა საფრანგეთის კურორტი კურშეველი სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად მაშინ, როდესაც ბაკურიანმა ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.

საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი 16 თებერვლიდან 5 მარტამდე გაგრძელდება

უახლესი

სხვა ამბები

ბაკურიანიბაკურიანი

Send this to a friend