მთავარი ევროპა გერმანია გერმანიაში ბუნებრივი აირის ტერმინალზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

გერმანიაში ბუნებრივი აირის ტერმინალზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

გერმანიაში, ვილჰელმს-ჰაფენის მახლობლად,  ქალაქ ჰუქსილში გერმანიის ბუნებრივი აირის პირველ ტერმინალზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

იანვრიდან გერმანიის ბუნებრივი აირის სისტემას გაზი სწორედ ამ ტერმინალიდან მიეწოდება. ამ პროცესისთვის დამატებითი აღჭურვილობა, საცავი და რეგაზიფიკაციისთვის საჭირო მოწყობილობაა აუცილებელი.

ორივე მოწყობილობა გერმანიაში მომავალ თვეს გემით უნდა ჩავიდეს. ტანკერებიდან ბუნებრივ აირს სწორედ ამ წყლის საცავებზე გადაიტანენ.

„ტერმინალის ტევადობა დაახლოებით ხუთი მილიარდი კუბური მეტრია. აქედან წელიწადში ორმილიონ-ნახევრიდან ხუთ მილიონამდე  ოჯახს შეგვიძლია, მივაწოდოთ ბუნებრივი აირი.  ეს ტერმინალი გერმანიის ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. ასე ჩვენ შეგვეძლება გერმანიაში ბუნებრივი აირის მთლიანი მოხმარების 8 პროცენტი შემოვიტანოთ”, – ამბობს პროექტის მენეჯერი კრისტიან იანცენი.

ვილჰელმს-ჰაფენის მახლობლად სამშენებლო სამუშაოები მაისის დასაწყისში დაიწყო. მსგავსი ობიექტები შენდება ბრუნს-ბიუტელში, ლუბ-მინსა და შტადეში.

გერმანიის მიზანია, რუსული ენერგორესურსებისგან სრულად გახდეს დამოუკიდებელი. აქამდე გერმანია თხევად ბუნებრივი აირს ნიდერლანდებისა და ბელგიისგან ყიდულობდა.

უახლესი

სხვა ამბები

გერმანიაშიგერმანიაში

Send this to a friend