მთავარი ამერიკა აშშ დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

​ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.


ტრამპი პრეზიდენტობის ბოლო წელს ბევრი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის იყო პანდემია, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი და საპროტესტო აქციები. 2021 წლის 6 იანვარს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები პროტესტის ნიშნად კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მოწოდებების შემდეგ შეიჭრნენ. ტრამპი ხშირად მოუწოდებდა მათ, თავიანთი ხმები დაეცვათ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოფილ პრეზიდენტს იურიდიული პრობლემები შეექმნა. აგვისტოში იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპის ფლორიდის სახლზე ჩხრეკის ორდერი გასცა. სახლში სამართალდამცველებმა გასაიდუმლოებული სამთავრობო დოკუმენტები აღმოაჩინეს. ტრამპი ბრალდებებს უარყოფს.

„იუსტიციის დეპარტამენტს სრული უფლება აქვს, გამოიძიოს და შემდგომ დასაჯოს ის ადამიანებიც კი რომლებიც არჩევნებში კენჭს იყრიან და თუნდაც პრეზიდენტობისთვის იბრძვიან. ასე რომ, არ გვაქვს იმის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ახლო მომავალში იუსტიციის დეპარტამენტი გამოძიებას შეანელებს“, – ამბობს ჟურნალისტი ერიკ ტაკერი.

წაუყენებს თუ არა ყოფილ პრეზიდენტს ბრალს იუსტიციის დეპარტამენტი, ჯერჯერობით უცნობია. ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს. თუმცა, ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ დონალდ ტრამპი კამპანიის განმავლობაში გამოძიებას ხშირად გააკრიტიკებს.

უახლესი

სხვა ამბები

დონალდ ტრამპიდონალდ ტრამპი

Send this to a friend