მთავარიევროპაუკრაინახერსონის რეგიონის დეოკუპაციის პროცესი გრძელდება

ხერსონის რეგიონის დეოკუპაციის პროცესი გრძელდება

უკრაინელი  ჯარისკაცები უსაფრთხოების მიზნით, ხერსონში თითოეულ მეტრსა და რუსების მიერ მიტოვებულ შენობებს ამოწმებენ.

ადგილობრივები რუსების უკან დახევას აღნიშნავენ, თუმცა ქალაქს ამ დრომდე არ მიეწოდება წყალი და  ელექტროენერგია, რაც კიდევ უფრო ართულებს მოსახლეობის  მდგომარეობას.

ხერსონის მცხოვრები ოლგა გენკულოვა ამბობს, რომ ხერსონში მუნიციპალური კატასტროფაა. მათ არ აქვთ ელექტროენერგია, წყალი, გათბობა. მოსახლეობა იძულებულია, შეეგუოს ვითარებას. ბავშვებსაც რთულ  სიტუაციაში უწევთ ყოფნა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მათ ქალაქიდან წასვლა ვერ მოახერხეს.

უკრაინელი ტექნიკოსები ცდილობენ, შეაკეთონ ერთ-ერთი ელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებდა ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროს.

უკრაინის ელექტროსადგურის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, გამწარებულმა ოკუპანტებმა, რომლებიც იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ, ქალაქი  ბოლომდე გაანადგურეს.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლად გათავისუფლებულ ქალაქში ჩავიდა.  მან თავის ყოველდღიურ მიმართვაში დაგმო რუსეთის ქმედება და რუსეთს უწოდა ოკუპანტი, რომელიც ყველაფრის განადგურებას ცდილობს.

რუსეთი  უკრაინაში შეჭრის გამო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა.

გაეროს მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაში, რომელსაც გენერალური ასამბლეის 94-მა წევრმა დაუჭირა მხარი,  ნათქვამია, რომ რუსეთმა სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი  ჩადენილი უკანონო და არასწორი ქმედების გამო, ასევე უნდა აანაზღაუროს ის ზარალი, რომელიც მან ქვეყანას მიაყენა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend