მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროს მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობა 8 მილიარდი გახდა

გაეროს მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობა 8 მილიარდი გახდა

გაეროს მონაცემებით, დღეს დედამიწაზე 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. პირველად მოსახლეობის რაოდენობამ მილიარდს მე-19 საუკუნეში მიაღწია, რასაც მილიონობით წელი დასჭირდა. მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპი მეცნიერულმა განვითარებამ, გაუმჯობესებულმა განათლების სისტემამ და ინდუსტრიალიზაციამ გამოიწვია.

„ამ პროცესს ჩვენ დემოგრაფები დემოგრაფიულ ტრანზიციას ვუწოდებთ. ეს არის პროცესი, რომელშიც ყველა დროის საზოგადოებაა ჩართული, ეს ხდება მაშინ, როდესაც ძალიან მაღალია შობადობის ან სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მაღალი შობადობის შემდეგ იკლებს ნაყოფიერება და იმატებს სიკვდილიანობა. ახლა სწორედ ამ პროცესს გადის ქვეყნების უმეტესობა“, – ამბობს დემოგრაფი არიან გიონჩა.

ვარაუდობენ, რომ მოსახლეობის ზრდა საუკუნის ბოლომდე გაგრძელდება. თუმცა მეცნიერებისთვის რთულია, ეს ჰიპოთეზა დაადასტურონ, რადგან არსებობს გარე ფაქტორებიც, მათ შორისაა შობადობის მაჩვენებლის არასტაბილურობა.

ასევე მოსახლეობის ზრდა დამოკიდებულია არაპროგნოზირებად პოლიტიკურ მოვლენებზე. გიონჩას მიაჩნია, რომ მსოფლიომ ყურადღება ეკოლოგიურ გამოწვევებზე უნდა გაამახვილოს. თუმცა ამის საპირისპიროდ აზიის რამდენიმე ქვეყანასა და ევროპის დიდ ნაწილში მოსახლეობის რაოდენობა იკლებს.

გაეროს მონაცემებით, 30 წელში დედამიწაზე 700 მილიონით მეტი ადამიანი იქნება. თუმცა ევროპაში საპირისპირო ტენდენციაა – 2050 წლისთვის კონტინენტის მოსახლეობა შემცირდება და ოთხიდან ერთი ევროპელი 65 წლის ან მეტის იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend