მთავარიამერიკააშშფილმ „მენიუს“ ჩვენება ნიუ-იორკში გაიმართა

ფილმ „მენიუს“ ჩვენება ნიუ-იორკში გაიმართა

ტორონროსა და ლონდონის შემდეგ ფილმ „მენიუს“ პრემიერა ნიუ-იორკში გაიმართა. პრემიერას დაესწრნენ მსახიობები: ანა ტეილორ-ჯოი, რალფ ფაინსი და ნიკოლას ჰოლტი. ბრიტანელი რეჟისორის მარკ მილოდის ახალი ფილმი ახალგაზრდა წყვილზე მოგვითხრობს.

ისინი კუნძულზე ექსკლუზიურ რესტორანში მიდიან. კუნძულზე, ცნობილი შეფი, რომლის როლსაც ბრიტანელი მსახიობი რალფ ფაინსი ასრულებს, სპეციალურ ვახშამს ამზადებს. ის მენიუს რამდენიმე მოულოდნელ და შოკისმომგვრელ ინგრედიენტს ამატებს.

„მე ფილმის ტონმა, სცენარმა და რეჟისორმა მომხიბლა. მარკი გადაღების მოედანზე თავისუფლებას გვაძლევდა. ბოლოს მას თითოეული სცენის სხვადასხვა ვერსია ჰქონდა. მას შეეძლო, მონტაჟისას სულ სხვანაირი ფილმი აეწყო. იყო სერიოზული დუბლები, შედარებით უფრო სასაცილო ვერსიები და უფრო ექსტრავაგანტული ვარიანტებიც კი. მარკი ჩვენ თამაშის საშუალებას გვაძლევდა. რეჟისორის მითითებების გარდა, ჩემს ინსტინქტებსაც ვენდობოდი”, – ამბობს მსახიობი რალფ ფაინსი.

ფილმმა, რომელიც ერთდროულად თრილერიც არის და კომედიაც,  კრიტიკოსებისგან ძირითადად დადებითი შეფასებები დაიმსახურა. მათი თქმით, ფილმი ეხმიანება  სოციალურ საკითხებს და სიუჟეტი მოულოდნელობებითაა აღსავსე.

„როდესაც სცენარი პირველად წავიკითხე, არ ვიცოდი, მოვლენები როგორ განვითარდებოდა. სწორედ ეს არის ამ ფილმის მიზანიც. ფილმის ყურებისას, არ მგონია, რომ ვინმე წინასწარ მიხვდეს, თუ რა შეიძლება მოხდეს”, – ამბობს ანა ტეილორ-ჯოი.

ფილმი „მენიუ“ ევროპის კინოთეატრებში 17 ნოემბერს გამოვა, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი – 18 ნოემბერს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend