ბერლინის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტები ქვეყანაში ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს აპროტესტებდნენ, ასევე საკვების ფასებზე კონტროლისა და მდიდრებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაწესებას მოითხოვდნენ. დემონსტრაცია მემარაცხენეთა ორგანიზებით მოეწყო. ბოლო ინფორმაციით, აქციაში 3000-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ მომავალი. მათ შექმნილი კრიზისისა და ინფლაციის გამო ელემენტარული საკვების ყიდვაც არ შეუძლიათ.
ახალგაზრდები ცალკე საცხოვრებლადაც ვერ გადადიან, რადგან საკუთარი ბინის შესაძენად შესაბამისი თანხა არ აქვთ. როგორც ამბობენ, მთავრობა მათ მოკლევადიან, ე.წ. ფსევდოგადაწყვეტილებებს სთავაზობს, რადგან არ სურთ გრძელვადიანი გამოსავლის ძიება.
ბოლო ინფორმაციით, გერმანიაში ინფლაციამ ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ, 10.4-პროცენტიან ნიშნულს ოქტომბერში მიაღწია.