მთავარიმსოფლიოსაფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით „ბარხანის ოპერაცია" ოფიციალურად დასრულდა

საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით „ბარხანის ოპერაცია” ოფიციალურად დასრულდა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, ბარხანის ანტიჯიჰადისტური ოპერაცია საჰელის რეგიონში ოფიციალურად დასრულდა. ოპერაცია ცხრა წლის წინ დაიწყო, როცა ფრანგი სამხედროები მალიში ჩავიდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განცხადება ოთხშაბათს გააკეთა. მისი თქმით, საფრანგეთი აფრიკელ პარტნიორებთან ერთად ახალ სტრატეგიას შეიმუშავებს.

„ჩვენი ვალდებულებაა, რომ აფრიკელ პარტნიორებთან ერთად ვითანამშრომლოთ მათი ჯარის გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე. საფრანგეთი უფრო ნაკლებად უნდა ჩაერიოს რეგიონის მიმდინარე მოვლენებში.  ჩვენ აღარ ვაპირებთ, რომ საგარეო ოპერაციები ყოველგვარი დროის შეზღუდვის გარეშე წამოვიწყოთ. ამიტომაც პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე, რომ დღეს ოფიციალურად დამესრულებინა ბარხანის ოპერაცია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონმა ასევე ევროპასა და აფრიკაში სტრატეგიული თავდაცვის პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend